იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გორაკი, რომელზედაც იდგა სოლომონის მიერ აშენებული იაჰვეს ტაძარი. ეს მთა შეადგენს იერუსალიმის უძველეს ნაწილს, ვინაიდან პირველად სწორედ აქ გაშენდა ქალაქი. იობოსელთაგან ამ მთის მიღების შემდგომ მეფე დავითმა მეტად განამტკიცა სიონი, აღაშენა მასზე სამეფო ციხე-დარბაზი და უწოდა „ქალაქი დავითისა“ (II მეფ. 5). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, იმპერატორმა ადრიანემ დანგრეულ იერუსალიმში, სიონის მთაზე, ნახა პატარა ეკლესია, რომელშიც სულიწმიდის მოფენა მოხდა. ევსები კესარიელის ცნობით, აქ მან იხილა იერუსალიმის პირველი ეპისკოპოსის – იაკობის კათედრა (ტახტი).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].