ბიბლიური პერსონაჟი, მეფისა და წინასწარმეტყველის, დავითის და ბერსაბეს შვილი; ისრაელის გაერთიანებული სამეფოს მესამე მეფე დაახლ. ძვ.წ. 965 – 928 წწ. მის სახელს უკავშირდება ისრაელის სამეფოს აყვავება. ბიბლიის მიხედვით, სოლომონი ავტორია წიგნებისა: „ეკლესიასტე“, „ქებათა ქება სოლომონისა“ და სხვა მრავალი ფსალმუნი და სიმღერა. მისი მეფობა იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ააშენა უფლის ტაძარი იერუსალიმში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].