ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სპა სპე სპი

სპარსეთი // ირანი // ხუარასანი

ძველი სპარსეთის სახელმწიფოს სათავეში ედგა აქემენიდების დინასტია. სახელმწიფოს დამაარსებელი იყო კიროს II დიდი, რომელმაც გააერთიანა ირანი, დაიპყრო მცირე აზია, ბაბილონეთი და ცენტრალური აზიის ნაწილი. უძველესი ირანული სახელმწიფო იყო ელამი, რომელიც ადრეულ ბრინჯაოს ხანაში წარმოიშვა. აქემენიდების იმპერია პირველი ირანული იმპერია იყო, მაგრამ ის მეორე იმპერიამ ალექსანდრე მაკედონელის ხელმძღვანელობით დაიპყრო. ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ უდიდესი იმპერია დაიშალა რამდენიმე ნაწილად, რომელთაგანც უმნიშვნელოვანესია სელევკიდების სახელმწიფო. სელევკიდები დაამარცხა პართიის სამეფომ. 224 წ. დასუსტებული პართია დაამარცხა გაძლიერებულმა სასანიდებმა. სასანიდების იმპერია დაიპყრეს არაბებმა. არაბების შემდეგ ირანი ისლამურ რელიგიაზე მოექცა და დაივიწყა უკვე ძველი ირანული რელიგია ზოროასტრიზმი. 1501 წ. ირანის ტერიტორიაზე გაბატონდა აზერბაიჯანული წარმომავლობის სეფიანთა დინასტია. სეფიანთა პირველი შაჰი იყო ისმაილ I. სეფიანთა ირანი შიდაომებმა მოიცვა და 1736 წ. განადგურდა. XIX ს. ინგლისმა და რუსეთმა ირანი ნახევარკოლონიურ ქვეყანად აქციეს. 1979 წ. 1 აპრილის ირანში ისლამური რევოლუცია მოხდა, რევოლუციის ხელმძღვანელი იყო აიათოლა ჰომეინი. მოსახლეობამ მონარქია დაამხო და ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოცხადდა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9