მხარე ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში; მოიცავდა მდინარე ჭოროხის, არაქსისა და მტკვრის სათავეებს, ხოლო ჩრდილოეთიდან პონტოს მთებით იყო გარშემორტყმული. ტერმინი „სპერი“, სავარაუდოდ, ადგილობრივი სასპერების ტომის სახელიდან მომდინარეობს, რაც არაერთხელაა აღნიშნული ჰეროდოტეს მიერ. ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, სასპერები ძველ ქართულ ტომებად ითვლებიან, მაგრამ მეცნიერთა ნაწილი მათ წინაპრებად სკვითებსაც მოიხსენიებენ. ი. ჯავახიშვილის თეორიის თანახმად, სიტყვა „იბერია“ პროტოქართული ტომებიდან მომდინარეობს: სასპერები>სპერი>ჰბერი>იბერი. ქართული წყაროების მიხედვით, შავ ზღვას „სპერის ზღვა“, ხოლო მდინარე ჭოროხს „სპერი“ ეწოდებოდა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].