ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სპა სპე სპი

სპირიდონ გძელიშვილი (XIX ს.)

საეკლესიო მოღვაწე, მწერალი; ოცი წელი დავითგარეჯის უდაბნოში მორჩილებაში იმყოფებოდა, მერე, რაღაც ეშმაკის მანქანებით, დაუტოვებია მონასტერი და ერში დაბრუნებულა, შეურთავს ცოლი, ორი შვილიც ჰყოლია და დიაკვნად უკურთხებიათ. მალე სპირიდონის თავს დიდი უბერდურება დატრიალდა, დაეღუპა ცოლ-შვილი და მარტო დარჩა. ამის შემდეგ ბერად აღიკვეცა ქვაბთახევის მონასტერში, აქედან კი, მღვდელმონაზვნის სქემაში მყოფი, წმ. დავითის უდაბნოში დაბრუნებულა და იქვე გარდაცვლილა. მთავარდიაკონი სპირიდონი ყოფილა მეგობარი ნეტარი ქრისტესიასი, რომლის ცხოვრებაც აღწერა 1880 წ., წმ. ქრისტესიას (ქრისტეფორეს) გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ. თხზულების სათაურია „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9