აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არგ არდ არე არვ არი არმ არს არტ არქ არშ არჩ

არაქელ სომეხი (1595 – 1669 წწ.)

თავრიზელი // არაქელ დავრიჟეცი, სომეხი ისტორიკოსი, რომლის „ისტორიათა წიგნი“ ამ პერიოდის ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის პირველხარისხოვანი წყაროა. ავტორი დაწვრილებით აღწერს შაჰ-აბასის შემოსევებს ამიერკავკასიაში, სომეხთა აყრასა და ირანში გადასახლებას. საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVI ს. ბოლოსა და XVII ს. I ნახევრის ქართლისა და კახეთის სამეფოებზე, კერძოდ – სიმონ I-ზე, ალექსანდრე II-ზე, ლუარსაბ II-ზე, თეიმურაზ I-ზე, წმ. ქეთევან დედოფალზე, გიორგი სააკაძეზე და სხვ.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9