ს ა სა სე სვ სი სკ სო სპ სტ სუ სძ სჯ სჳ
სჳმ სჳნ

სჳმეონ მოხუცებული

ბიბლ. პერსონაჟი, მართალი სვიმეონ ღვთისმიმრქმელი; ეგვიპტის მეფე პტოლემე II-მ ქრისტეს შობამდე სხვა სწავლულებთან ერთად მიიწვია ალექსანდრიაში წმ. წერილის წიგნების ბერძნულ ენაზე სათარგმნელად. მართალი სვიმეონი ესაია წინასწარმეტყველის წიგნს თარგმნიდა. როდესაც მივიდა ადგილამდე: „აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს სახელად ემანუელს“ (ესაია 7, 14) მან ჩათვალა, რომ დედანში შეცდომა იყო გაპარული და აპირებდა „ქალწულის“ ნაცვლად „დედაკაცი“ ჩაეწერა. ამ დროს გამოეცხადა ანგელოზი და უთხრა: „ირწმუნე ამ სიტყვებისა და თავად დარწმუნდები მის ჭეშმარიტებაში. არ მოკვდები მანამ, სანამ არ იხილავ ყოვლადწმინდა ქალწულისაგან შობილ ქრისტე მაცხოვარს“. ამ დღიდან მოყოლებული სვიმეონი მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ერთხელ სულიწმიდამ აუწყა სვიმეონს: „აღდეგ და მირბიოდე ტაძრად, რამეთუ მოვიდა განმტევებელი შენი!“. მრავალ დედათა შორის მან გამოარჩია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხელში აიყვანა ყმა იესო და შეღაღადა: „აწ განუტევე, მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა მშჳდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემითა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა (ლკ. 2, 29-32). მხოლოდ ამის შემდეგ აღესრულა ღირსი სვიმეონი. მან 360 წელი იცოცხლა. VI ს. მისი უხრწნელი ნაწილები კონსტანტინოპოლში დაასვენეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9