წმ. მოწამე სუქიასა და მის თანა ვნებულთა წამება ქართული ეკლესიის წმინდანთადმი მიძღვნილ კრებულში, სახელწოდებით „მარტირიკა“ (XVIII ს.), შეტანილი აქვს ანტონ I კათალიკოსს „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა მოწამეთა სუქიოსისა და ვნებულთა სუკავეტელთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].