აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არგ არდ არე არვ არი არმ არს არტ არქ არშ არჩ

არეოპაგიტიკა

ბერძნულ ენაზე დაწერილ თხზულებათა კორპუსი, რომელიც შედგება 4 ტრაქტატისა („საღმთოთა სახელთათვის“, „ზეცათა მღდელთ-მთავრობისათვის“, „საეკლესიო მღდელთ-მთავრობისათვის“, „საიდუმლოდ ღმრთის-მეტყველებისათვის“) და 10 ეპისტოლისაგან; მიიჩნევა პროკლეს ფილოსოფიის ქრისტიანულ გადამუშავებად. მისი ავტორობა მიეწერება დიონისე არეოპაგელს, რომელიც I ს. მოღვაწე და ათენის არეოპაგის (ხელისუფლების ორგანო ძველ ათენში) წევრი იყო. ქრისტიანობის მიღების შემდეგ იგი ათენის ეპისკოპისი გამხდარა. არეოპაგიტიკის ნამდვილი ავტორის ვინაობის დასადგენად მეცნიერებმა მრავალი ჰიპოთეზა წამოაყენეს, მათ შორისაა ნუცუბიძე-ჰონიგმანის კონცეფციაც, რომლის თანახმად, ეს კორპუსი ეკუთვნის ქართველ მოაზროვნე პეტრე იბერს, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ გაზიარებული არ არის.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9