| | |
კანონიკური კრებული, ბიზანტიურ-ბერძნული წარმოშობის საკანონმდებლო ძეგლი, „ნომოკანონის“ ქართული რედაქცია, რომელსაც დამატებული ჰქონდა ქართული საეკლესიო სამართლის ნორმებიც. აღმოსავლეთის ქრისტიანული ეკლესიის მესვეურთა მეცადინეობით, უკვე V – VI სს. გაჩნდა კანონიკური კრებულები, რომლებიც იურიდიულ ნორმებს შეიცავდნენ, მაგრამ ნომოკანონების ჩამოყალიბების პროცესი VIII საუკუნამდე გაგრძელდა. ქართულად „სჯულისკანონი“ ორი რედაქციით არის ცნობილი:
1. X ს. ბოლოს ქართულ ენაზე გამოჩნდა კანონიკური კრებული „მცირე სჯულისკანონის“ სახელწოდებით, რომელიც წმ. ექვთიმე მთაწმიდელმა შეადგინა ბერძნული კანონიკური მწერლობის სხვადასხვა წყაროს რედაქციული გადამუშავებისა და შიგ ქართული მასალის შეტანის გზით. „მცირე სჯულისკანონი“ დიდხანს ითვლებოდა ქართული ეკლესიის სახელმძღვანელოდ.
2. „დიდი სჯულისკანონი“. აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონიკური ძეგლი – 14-ტიტულიანი „ნომოკანონი“ არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილი ბერძნულიდან ქართულ ენაზე. „დიდი სჯულისკანონი“ შეიცავს მოციქულთა, მსოფლიო საეკლესიო კრებათა და წმიდათა კანონებს. გარდა ამისა, მას თან ერთვის ქართული ორიგინალური კანონიკური მწერლობის ძეგლი – რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა.
| | 10 საუკეთესო • დაგვიკავშირდით • Login | |
| © 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |