1. შესაწირვი ძღვენი, „კრავი უბიწო“ (სულხან-საბა ორბელიანი); ქრისტიანულ ეკლესიაში „ტარიგმა“ღვთისადმი შესაწირავი უსისხლო მსხვერპლის მნიშვნელობა შეიძინა. იესო ქრისტე მოიხსენიება ტარიგად: „ტარიგ ეწოდა, რამეთუ ჩვენთვის დაიკლა ქრისტე“ – წერს იოანე საბანისძე „წმ. აბოს წამებაში“.
2. საღვთო ჟამისწირვაზე სეფისკვერიდან ამოჭრილ ნაწილი, რომელიც განასახიერებს ქრისტეს სხეულს. მას მორწმუნეებმა იღებენ წმ. ზიარების დროს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].