ერვანდ ვშნაპსი, ქართლისა და ალბანეთის მარზპანი დაახლოებით 535 – 536 წლიდან, სასანიანთა ირანის ცნობილ მიჰრან-გუშნასპთა საგვარეულოს წარმომადგენელი. „წმ. ევსტათი მცხეთელის მარტვლობის“ ავტორის ცნობით, არვანდ გუშნასპთან დააბეზღეს სპარსელი გვირობანდაკი, რომელსაც გაქრისტიანების შემდეგ ევსტათი უწოდეს. 542 წ. გაზაფხულზე არვანდ გუშნასპი ირანში გაიწვიეს. მის ნაცვლად მარზპანად ვეჟან ბუზმირი დაინიშნა, რომელმაც 3 წელი დაჰყო ამ თანამდებობაზე. არვანდ გუშნასპს 545 წ. კვლავ დაუკავებია ძველი თანამდებობა და 40-იანი წლების ბოლომდე განაგებდა ქართლსა და ალბანეთს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]