საგანგებო შენობა ღვთისმსახურებისათვის, საერთო სამლოცველო – ეკლესია. ტაძარი არის „სახლი საუფლო“ (სულხან-საბა ორბელიანი), რომელშიც დგას საყდარი (ტახტი) სამგვამოვანი ღვთისა. ტაძარს აქვს, ძირითადად, სამი ფორმა: მრგვალი (როტონდა), ჯვარედინი (ჯვარ-გუმბათოვანი) და მოგრძო-ნავისებრი (ბაზილიკა).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].