უდაბნო, დედამიწის დაუსახლებელი, უწყლო და უმცენარო ნაწილია, თუმცა ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, აღნიშნავს ცარიელ, დაუსაქმებელ, „უქმ და უღვაწ“ ადგილს, სადაც ადამიანი წააწყდებოდა „უღვაწთა მათ და უვალთა ადგილთა“ და არა – მცენარეულობას მოკლებულ, მოტიტვლებულს, მაგალითად: „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ ასეა განმარტებული: „იხილეს, რამეთუ უდაბნო იყო და შეცვულ ჴევთა და ტყეთა“. ასევეა „უდაბნოჲ კლარჯეთისაჲ ოპიზას“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].