უბ უდ ულ უმ ურ უს უტ უფ უჯ
უდა

„უდაბნოთა ქალაქმყოფელი“

დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში მონასტრების მაშენებელი, წესრიგის, ჰარმონიის, რწმენის შემტანი; უდაბნოდ მოიაზრება უფლისგან მიტოვებული ადგილი, ეშმაკის სამყოფლო, სადაც ქაოსი, უნაყოფობა, ბოროტება სუფევს. უდაბნოს აღიქვამენ სულის შეცნობის, თვითგამორკვევის ადგილად (ბიბლიურმა მოსემ 40 წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოში; წმ. იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში მოღვაწეობდა; იესო ქრისტემ 40 დღე იმარხულა უდაბნოში). წმ. გრიგოლ ხანძთელი არის „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“. რ. სირაძის მიხედვით, „ქალაქი დღევანდელი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. საერთოდაც, ეს ტერმინი უშუალოდ აღმშენებლობით საქმიანობას არ უკავშირდება. „ქალაქი“ წესრიგის აღმნიშვნელი ცნებაა. იგი უპირისპირდება უდაბნოს, ქაოსს“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9