უბ უდ ულ უმ ურ უს უტ უფ უჯ
უდა

უდაბნოს მრავალთავი (IX ს.)

ქართული ხელნაწერი გადაწერილი შატბერდში; 1920 წ. ა. შანიძემ ჩამოიტანა უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრიდან თბილისში. ამჟამად 178 ფურცელს შეიცავს. საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი, გადაწერილია ასომთავრულით. მოღწეული ნაწილიდან ზოგიერთი ფრაგმენტი ძნელად ან, საერთოდ, არ იკითხება. უდაბნოს მრავალთავი უძველესია იმ ხელნაწერთა შორის, რომელიც „წმ. აბოს წამების“ ტექსტს შეიცავს, თუმცა ეს მონაკვეთიც დაზიანებულია.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9