უბ უდ ულ უმ ურ უს უტ უფ უჯ
ულუ

ულუმბა // ულუმბო

მთა („მთაჲ ულუმბოჲსაჲ“) და მონასტერი („ულუმბადვე უკუნიქცა“); ძველი ქართული სასულიერო და მწიგნობრული კერა მცირე აზიაში, ბითვინიაში; დაარსების თარიღი უცნობია. საფიქრებელია, რომ ქართველი მოღვაწენი ულუმბოს მონასტერში IX ს. შუა წლებამდეც ცხოვრობდნენ, მკვიდრი საფუძველი კი ქართულ კოლონიას წმ. ილარიონ ქართველმა ჩაუყარა 864 – 869 წწ. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები: იოანე მთაწმიდელი, მისი ვაჟი – მცირეწლოვანი ეფთვიმე, მიქაელ-ზეკეპე ბერთელი, საბა კუტი (ორივე X ს.), ისაკი (XI ს.) და სხვ. მომდევნო წლებში ულუმბოს მონასტერში ქართველების ყოფნის შესახებ ცნობებს ჩვენამდე არ მოუწევია. ტიმოთე გაბაშვილი, რომელმაც 1757 წ. იმოგზაურა მცირე აზიაში და ულუმბოს მონასტერიც ინახულა, არაფერს წერს აქ ქართველთა მოღვაწეობის ნაკვალევზე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9