აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
აბა აბბ აბდ აბე აბი აბო აბრ აბუ

აბიბოს ნეკრესელი (VI ს.)

ერთ-ერთი ათცამეტი ასურელ მამათაგანი, წმ. მოწამე; ქართლში მოვიდა სირიიდან VI ს. II ნახევარში. თავდაპირველად მოღვაწეობდა ზედაზნის მონასტერში დიაკვნად, შემდეგ ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა, ეწეოდა ფართო მისიონერულ მოღვაწეობას: გააქრისტიანა არაგვისპირის მთიელი კახელები, ებრძოდა ირანის ოფიციალური რელიგიის (ზოროასტრიზმი) გავლენას. ერთხელ წმ. მღვდელმთავარმა ნახა, როგორ აიძულებდნენ მოგვები ქართველებს ცეცხლისთვის თაყვანიცემას. მან წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო, რისთვისაც შეიპყრეს და, მარზაპანის ბრძანებით, სოფელ რეხში ქვით ჩაქოლეს, ხოლო გვამი მხეცებს მიუგდეს. ჯუანშერის ცნობით, იგი დაუკრძალავთ მცხეთის საეპისკოპოსო ტაძარში „სამარხავსა ეპისკოპოსთასა“. სხვა ვერსიის მიხედვით, დიდი პატივით დაუსაფლავებიათ სამთავისის მონასტერში, ხოლო ქართლის ერისთავის, სტეფანოზის (591 – 606 წწ.) დროს წმ. მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები მცხეთის სამთავროს მონასტერში გადმოუსვენებიათ და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაუკრძალავთ.

იხ. აგრეთვე: ზოროასტრიზმი
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9