უბ უდ ულ უმ ურ უს უტ უფ უჯ
უჯა

უჯარმა

სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში; როგორც ქალაქი ახ. წ. III ს. I ნახევრიდან არსებობდა. IV საუკუნიდან კახეთის საერისთავოს ცენტრი და ქართლის სამეფოში, მცხეთის შემდეგ, მეორე ქალაქი იყო. ლეონტი მროველის მიხედვით, მირიან მეფემ თავის ძეს, რევსა, და მის ცოლ სალომეს საუფლისწულოდ მისცა კახეთი და კუხეთი და დასვა ისინი უჯარმაში. ქართლში ქრისტიანობის დამკვიდრების დროს, წმ. ნინოს მითითებით, სამი ჯვრიდან ერთ-ერთი უჯარმაში აღმართეს. ვახტანგ გორგასალმა უჯარმა „ნაშენებითა უზომოთა“ გაამაგრა, ააშენა ციხე და დროებით აქ გადმოიტანა სამეფო რეზიდენცია. 502 წ. ბრძოლაში დაჭრილი მეფე აქვე გარდაიცვალა. უჯარმა ერთხანს დარჩა სამეფო რეზიდენციად, მაგრამ მალე, დაჩი ვახტანგის ძემ, მამის ანდერძის თანახმად, რეზიდენცია თბილისში გადაიტანა. ვახტანგ გორგასალმა უჯარმაში ააშენა წმ. რაჟდენის სახელობის ეკლესია.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9