ფა ფე ფი ფო ფს ფხ
ფსა

„ფსალმუნი“

„დავითნი“ // „დავითი“, ბიბლიის მეცხრამეტე კანონიკურ ფსალმუნთა წიგნი; ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. ავტორად მიიჩნევა ებრაელთა მეფე დავით წინასწარმეტყველი. ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და სლავურში – 151. „ფსალმუნნი“ იყოფა 20 კანონად. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაში ლიტურგია, უმთავრესად, ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა, ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე თარგმნილი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა გავრცელდა. ქართულად ფსალმუნი პირველად IV – V სს. უნდა იყოს ნათარგმნი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9