1. ახალი ბაბილონის სამეფო დაარსებული ძვ. წ. აღ. VII ს. სპარსეთის ყურის სანაპიროზე. აქედან წარმოდგება ქალდეველი;
2. ისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის (თურქეთი) მთიანეთში; ტერმინი დაკავშირებულია ანტიკურ ხანაში არსებულ ხალხთან, რომელსაც ხალდებს (ან ხალიბებს) უწოდებდნენ. ხალდია იყო ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი თემი. 1204 წ. ქართველებმა დალაშქრეს. ეს იყო თამარ მეფის მიერ ბიზანტიის იმპერატორ ალექსი IV ანგელოსის (1203 – 1204 წწ.) წინააღმდეგ ორგანიზებული სამხედრო ექსპედიცია. დაპყრობილ ტერიტორიებზე თამარმა ცალკე სამეფო – ტრაპიზონის იმპერია – შექმნა, რომლის სათავეში თავისი ნათესავი, წარმოშობით ბერძენი უფლისწული და საქართველოში გაზრდილი ალექსი კომნენოსი დასვა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].