ქა ქე ქვ ქი ქო ქრ ქტ ქუ
ქებ ქედ ქეთ

„ქეთევანის წამება“ // „წამებაჲ ყოვლად დიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისი“

წმ. ქეთევანის ცხოვრება თავის პოემაში „წამება ქათევან დედოფლისა“ აღწერა მისმა შვილმა თეიმურაზ პირველმა; წმ. ქეთევანის შესახებ გვიამბობენ ფარსადან გორგიჯანიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, ბერი ეგნატაშვილი, კათოლიკე მისიონერები: გრიგორიო ორსინი, პიეტრო დელა ვალე, კლოდ მალენგრი. გერმანელმა მწერალმა ანდრეას გრიფიუსმა (XVII ს.) ქეთევან დედოფლის მოწამებრივ ცხოვრებას უძღვნა თავისი ტრაგედია „ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“. ქართულმა ეკლესიამ ქეთევანი წმინდანად შერაცხა. მის წამებას XVII ს. ბოლოს მიეძღვნა გრიგოლ დოდორქელის (ვახვახიშვილი) აგიოგრაფიული თხზულება „წამებაჲ ყოვლადდიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაჲ, რომელი იწამა სპარსთა მეფისა შაჰაბაზ უსჯულოჲსა მიერ ქალაქსა შირაზისასაჲ“. ამ თხზულებისა და სხვა წყაროების საფუძველზე ანტონ I კათალიკოსმა შექმნა ქეთევანის წამების მეტაფრასული რედაქცია „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდისა დედოფლისა ქეთავანისთა, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“, რომელიც შეტანილია „მარტირიკაში“ (XVIII ს.); სვინაქსარული „წამება“ კი სამი რედაქციითაა ცნობილი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9