ქრისტეფორე გარეჯელი, ნათლისმცემლის უდაბნოს მოღვაწე. სულიერი მოძღვრის კურთხევით ნეტარმა ქრისტესიამ დატოვა ყველაფერი და გარეჯში, იოანე ნათლისმცემლის უდანოში, დაეყუდა. წმ. მამამ მრავალი წელი გაატარა მორჩილებაში. მოხუცებულობის ჟამს ბერად აღიკვეცა და უწოდეს ქრისტეფორე. ოთხმოც წელს გადაცილებული წმ. ქრისტესია, ქრისტეფორედ წოდებული, აღესრულა მონასტერში, თავის კელიაში. დასაფლავებულია იქვე.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].