თხზულება მოგვითხრობს გარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესიის ბერის, წმ. ქრისტეფორეს (XVIII ს.), ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ. წმ. ქრისტესია მონაზვნის ცხოვრება აღწერა მისმა თანამედროვემ სპირიდონ გძელიშვილმა 1880 წ., ქრისტეფორეს გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ: „ცხოვრება და მოღვაწება სანატრელისა მამისა ქრისტესია მონაზონისა, რომელი შემდგომად წოდებულ იქნა ქრისტეფორედ, რომელიცა სცხოვრობდა მოღვაწებით უდაბნოსა შინა მრავალმთის იოანე ნათლისმცემელისასა, გარესჯად წოდებულისა, თავსა ყარაიისასა“.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].