ქა ქე ქვ ქი ქო ქრ ქტ ქუ
ქრი ქრო

ქრონიკონი // ქორონიკონი

წელთაღრიცხვის ძველი სისტემა, რომელიც მიღებული იყო ქრისტიანულ ქვეყნებში, კერძოდ, – საქართველოშიც; ქართული ქრონიკონის ციკლი, ანუ მოქცევა, შეიცავდა 532 წელს (XII მოქცევა დაიწყო 781 წ., XIII – 1313 წ.). ქართული წელთაღრიცხვა ემყარება სამყაროს შექმნიდან 5604-წლიან პერიოდსა და 532-წლიან ციკლს, რომელსაც ეწოდებოდა „დიდი ინდიქტიონი“. 532-წლიანი წრე, თავის მხრივ, ეყრდნობოდა მზისა და მთვარის ციკლებსა და ქრისტიანებს ემსახურებოდა მთავარი დღესასწაულის – აღდგომის განსაზღვრაში. ყოველი 532-წლიანი ციკლის შემდეგ ერთმანეთს ემთხვეოდა როგორც მზის, ასევე მთვარის ციკლები და მეორდებოდა წლის ერთი და იგივე დღეები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9