ქა ქე ქვ ქი ქო ქრ ქტ ქუ
ქუა ქუე ქუთ ქურ

„ქუაბთაჴევს წამებულთა“

თხზულებაში აღწერილია 1393 წ. მონღოლთა მიერ ქვათახევის მონასტერში ბერთა ჩაკეტვისა და დაწვის ამბავი. ქვათახევის მონასტერში წამებულთა შესახებ ანტონ I კათალიკოსმა „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ცნობების საფუძველზე დაწერა და თავის „მარტირიკაში“ (XVIII ს.) შეიტანა აგიოგრაფიული თხზულება „შესხმა და მოთხრობა ღუაწლთა და ვნებათა წმიდათა დიდთა მოწამეთა, რომელნიცა ბრძანებითა უღმრთოჲსა დემურლანგისათა ლაშქართა მისთაგან დაიწუნეს ეკლესიასა შინა მონასტერსა დედისა ღმრთისასა ქუაბთაჴევს, ქმნილი ანტონის მიერ არხიეპისკოპისისა ყოვლისა ზემოჲსა საქართველოჲსა, დავთიან-ბაგრატოვანისა“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9