ახლო ნათესავი და მოგვარე მაკარი ლეთეთელისა და ეფრემ მაწყვერელისა. განათლება ხანძთაში მიუღია, შემდეგ გადასულა იერუსალიმში და საბაწმიდაში დამკვიდრებულა. უფრო გვიან მონაწილეობდა ქართული სავანის დაარსებაში ბითვინიის ოლიმპოში (მცირე აზია). იყო წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფე, „უჴმარის“ სახელითაა მოხსენიებული გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ის თანაავტორია (მაკართან ერთად) საბაწმინდიდან წმ. გრიგოლისათვის გამოგზავნილი წერილისა.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]