ყა ყვ ყი ყუ
ყივ ყიზ ყირ

ყირიმი

ნახევარკუნძული უკრაინის სამხრეთ ნაწილში, შავსა და აზოვის ზღვებს შორის; ყირიმში ადამიანის ცხოვრების უძველესი კვალი განეკუთვნება პალეოლითის ეპოქას. ძველი წელთაღრიცხვის I ს. ყირიმი დაიპყრეს რომაელებმა, ახალი წელთაღრიცხვის III _ IV სს. შეიჭრნენ სხვადასხვა მომთაბარე ტომები, IV _ V სს. კი ბიზანტიის ექსპანსიის ობიექტი გახდა. X ს. მისი აღმოსავლეთი ნაწილი ტმუტარაკანის სამთავროს შემადგენლობაში მოექცა. XIII ს. თათარ-მონღოლები შეიჭრნენ და იქ ოქროს ურდოს ყირიმის ულუსი შექმნეს. ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, 1443 წ., წარმოიქმნა ყირიმის სახანო.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9