შ ი შა შე შვ ში შუ
შად შავ შალ შამ შარ შატ შახ შაჰ

შავი მთა

საკვირველმოქმედი მთა სირიაში, ანტიოქიის მახლობლად; ქართველთა სამონასტრო კოლონიზაცია შავ მთაზე, ძირითადად, დაიწყო XI ს. 30-იანი წლებიდან, როდესაც იქ დამკვიდრდა ბევრი მოღვაწე შატბერდიდან, ოშკიდან... მომდევნო წლებში ქართველები მომრავლდნენ შავი მთის სავანეებში: სვიმეონის ლავრაში, რომანწმინდაში, კალიპოსში, კასტანაში, ეზრას მონასტერში და სხვ. შავ მთაზე ინტენსიური მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა იწყება XI ს. 30- იანი წლებიდან, როცა აქ დასახლდა სამხრეთ საქართველოდან წამოსული ბევრი ცნობილი ფილოსოფოსი და მწიგნობარი: გიორგი შეყენებული, გიორგი მთაწმიდელი, გიორგი მცირე, ეფრემ მცირე, საბა თუხარელი, ანტონ ტბელი, ეფრემ დიდი ოშკელი, იოვანე ჯიბისძე, იოვანე დვალი და სხვები.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9