შ ი შა შე შვ ში შუ
შად შავ შალ შამ შარ შატ შახ შაჰ

შავშეთი

საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი; სახელი ეწოდა დასახლება შავშეთის მიხედვით, რომელიც მისი ადრინდელი ცენტრი იყო. IX საუკუნიდან მოყოლებული აქ გაჩნდა აღმოსავლეთიდან გადმოსულ ქართველთა ახალშენები, გაჩაღდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა. X ს. დაარსდა ტბეთის საეპისკოპოსო. 1547 წ. შავშეთი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, 1877 – 1878 წწ. ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ დაიკავა. 1921 წ. ყარსის ხელშეკრულებით გადაეცა თურქეთს. ამჟამად შედის თურქეთის ართვინის პროვინციაში შავშათის რაიონის სახით.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9