შ ი შა შე შვ ში შუ
შად შავ შალ შამ შარ შატ შახ შაჰ

შალვა ახალციხელი // შალუა ერისთავი (XII – XIII სს.)

საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თამარ მეფის თამარ მეფის ვეზირი (ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ – მანდატურთუხუცესი), ერისთავთერისთავი, ჯავახეთის მონაპირე თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების – ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი; 1195 წ. შამქორის ბრძოლაში ხელთ იგდო ხალიფის დროშა, რომელიც თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმსობელს შესწირა. შალვა ახალციხელი, სარგის თმოგველთან ერთად, სარდლობდა ქართველთა ლაშქარს კარისთვის (ყარსი) ბრძოლებში (XIII ს. დასაწყისი). ბასიანის ბრძოლაში (1203 წ.) შალვა და მისი ძმა, ივანე, სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. თამარის მეფობის ბოლო წლებში მან თურქთაგან გაათავისუფლა კეჩროლი (სამხრეთ საქართველო). 1225 წ. სომხითში, გარნისის ბრძოლაში, თავის ძმასთან, ივანე ახალციხელთან, ერთად, სარდლობდა მესხთა მეწინავე ჯარს. ის ტყვედ ჩაიგდეს ვარაზმელებმა და ჯალალედინს მიჰგვარეს. ერთი წლის შემდეგ, „ქრისტეს ჯურის არ დატევების გამო“, სიკვდილით დასაჯეს. გმირულ-პატრიოტული ხასიათის ქართული ხალხური სიმღერა „შავლეგო“ სწორედ მას ეძღვნება.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9