წმ. შალვა, ქსნის საერისთავოს ერისთავი, კახეთის აჯანყების (1659 წ.) ერთ-ერთი მეთაური; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ქვეყნისთვის მტრის ახალი შემოსევა რომ აეცილებინა, შალვა ბიძინა ჩოლოყაშვილსა და ელიზბართან ერთად სპარსეთის შაჰს ეახლა. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა, ხოლო განჯის ხანმა - იმ თურქმანულ ტომებს, რომლებიც კახეთის აჯანყების დროს ამოწყვიტეს. ქართველი გმირები წამებით დახოცეს. ქართულმა ეკლესიამ ისინი წმინდანებად შერაცხა. შალვა ქსნის ერისთავი დაკრძალულია ქსნის ერისთავთა საგვარეულო სამარხში - იკორთის მონასტერში.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].