შ ი შა შე შვ ში შუ
შად შავ შალ შამ შარ შატ შახ შაჰ

შატბერდი (IX ს.)

„დიდებულ ლავრად“ წოდებული ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში; აშენდა უშუალოდ წმ. გრიგოლ ხანძთელის მიერ, რომელიც გიორგი მერჩულის თხზულების სათაურშივე იხსენიება, როგორც ხანძთისა და შატბერდის მაშენებელი. შატბერდის მონასტერი კლარჯეთის მეფე-მთავრის, ბაგრატ I კურაპალატის, შემწეობით აიგო. აქ შუა საუკუნეებში მოღვაწეობდნენ სოფრონ შატბერდელი (IX – X სს.), გაბრიელ შატბერდელი (X ს.) მიქაელ მოდრეკილი, იოანე ბერაი, დავით და იოანე ჯიბასძენი (XI ს.), გრიგოლ ვაჩეძორელი, სტეფანე შატბერდელი და სხვ. აქვე შეიქმნა „შატბერდის კრებული“ (X ს.), გადაიწერა ადიშის (897 წ.), ჯრუჭის (936 წ.), პარხლის (973 წ.) ოთხთავები. შატბერდი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9