სულთან მუჰამად მირზა, ირანის შაჰი; დედამისი, ანა ხანუმი, ქართველი იყო, ბებიაც, დილარამ ხანუმი, ქართველი ჰყავდა. მის დროს ირანის პოლიტიკურ და კულტურულ სარბიელზე მრავალი ქართველი მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან-ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი (როსტომ-ხან სააკაძის დისშვილი), ადამ ანდრონიკაშვილი, ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა-ბეგ გურჯი და სხვ.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].