ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ციხე ვახტანგ გორგასლის ბრძანებით აუგიათ. VIII ს. I ნახევარში არტანუჯის ციხე არაბმა სარდალმა მურვან ყრუმ დაანგრია. IX ს. განაახლა აშოტ I კურაპალატმა. მანვე დააარსა აქ ქალაქი და ააგო ეკლესია. ციხის აღდგენას აშოტ კურაპალატის მიერ ადასტურებს გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაც“. არტანუჯი იქცა აშოტის მემკვიდრეთა სატახ-ტო ქალაქად და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად. ამჟამად არტანუჯის ციხე მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ მხარე კლარჯეთში, არტანუჯის (Ardanuç) რაიონში, დაბა არტანუჯში (Ardanuç).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]