შ ი შა შე შვ ში შუ
შიო შირ

შიო ახალი გარეჯელი (XVII ს.)

წმ. მღვდელმოწამე შიო, გარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი; მის მიერაა გადაწერილი ორიგინალური აგიოგრაფიული კრებული, რომელიც შეასრულა ონოფრე მაჭუტაძის „ნებითადა ბრძანებით“, როგორც ამას თავად გვაუწყებს. ღირსი შიო დავით-გარეჯის მონასტერში ბერად აღიკვეცა ონოფრე მაჭუტაძის წინამძღვრობის დროს. ნეტარი შიოს დაუღალავმა მოღვაწეობამ, სიმდაბლემ, ძმათა სიყვარულმა შესაბამისინაყოფიც გამოიღო, მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით. ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვისა და ტრაპეზის შემდეგ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავით მწირი, გაბრიელი და პავლე. წინამძღვარმა ონოფრემ წმ. მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმ. დავით გარეჯელის საფლავის სამხრეთით დაკრძალა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9