შ ი შა შე შვ ში შუ
შიო შირ

„შიოს წამება“ // „წამებაჲ შიოჲსი“

XVII ს-ის მიწურულში გარეჯის უდაბნოში შეიქმნა შიო გარეჯელის საგალობლებისა და მოკლე ცხოვრების შემცველი სვინაქსარული თხზულება „წმიდისა მღდელთ-მოწამისა შიოსი და მოყუასთა მისთა“. იგი წარმოადგენს წმ. შიო ახალი გარეჯელის დღესასწაულის დღის სრულ განგებას. მისი ავტორია ამბების თვითმხილველი ნიკოლოზ მაღალაშვილი. თხზულების შექმნას საფუძვლად დაედო XVII ს-ის ბოლოს (1697 – 1699 წწ.) ლეკთა მიერ წმ. შიოსა და გარეჯის მონასტრის კიდევ ხუთი მონაზვნის დახოცვის ამბავი.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9