შ ი შა შე შვ ში შუ
შიო შირ

შიო მღვიმელი (VI ს.)

საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა, შიომღვიმის მონასტრის დამაარსებელი. VI ს. შუა წლებში, წმ. იოანე ზედაზნელთან ერთად, მოვიდა ქართლში. ცხოვრობდნენ მცხეთაში, შემდეგ – ზედაზნის მთაზე. ოთხი წლის შემდეგ შიო მღვიმელი გამოეყო ძმობასა და სარკინეთის მთაზე დააარსა მონასტერი. მას დაემოწაფა „საჩინო მთავარი ციხედიდისაჲ“ – ევაგრე. თავდაპირველად ცხოვრობდა მცირე გამოქვაბულში, რომელიც დაახლოებით IX ს. ეკლესიად უქცევიათ. მონასტერი შიო მღვიმელის დროსვე იქცა მსხვილ ორგანიზაციად. მისივე ინიციატივით აქ ააგეს პირველი ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობისა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები შიო მღვიმელმა გაატარა განმარტოებით, 12 მ სიღრმის მღვიმეში (აქედანაა სახელწოდება „მღვიმელი“). ანდერძის თანახმად, იქვე დაკრძალეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9