შ ი შა შე შვ ში შუ
შუა შუშ

შუშანიკი სუსანა (V ს.)

ეკლესიის მოწამე; სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის, ასული; ქვემო ქართლის პიტიახშის, ვარსქენის, მეუღლე. სპარსეთის სამეფო კართან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით ვარსქენ პიტიახში სპარსეთში პეროზ მეფეს ეწვია, საკუთარი ნებით უარყო ქრისტიანობა, ცეცხლთაყვანისცემლობა მიიღო და მეფეს საკუთარი ცოლისა და შვილების მოქცევას დაჰპირდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ვარსქენმა ვერ მოახერხა შუშანიკის გადმობირება, რისთვისაც ის მოწამებრივად აღესრულა. VI ს. ქართველებმა წმ. შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9