შ ი შა შე შვ ში შუ
შუა შუშ

„შუშანიკის წამება“ // „წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ“

ჩვენამდე მოღწეული უძველესი აგიოგრაფიული თხზულება მოგვითხრობს ქვემო ქართლის პიტიახშის, გამაზდეანებული ვარსქენის მიერ თავისი ქრისტიანი მეუღლის, წმ. შუშანიკის, წამების ამბავს. ავტორი იაკობ ხუცესი (ცურტაველი) თვითმხილველი და მონაწილეა იმისა, რაც ვარსქენ პიტიახშის კარზე მოხდა. ვარაუდობენ, რომ იაკობი VI ს. დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა. წმ. შუშანიკის მეუღლე – ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წ. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების დაწერამდე, იაკობი აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები ვარსქენ პიტიახშის სიცოცხლეში, ანუ 482 წლამდე, დაიწერა. შუშანიკ დედოფალი 475 წ. 17 ოქტომბერს აღესრულა. ამიტომ ითვლება, რომ ნაწარმოები 476 – 483 წწ. დაიწერა. თხზულების ტექსტი ცნობილია ორი ვერსიის - ვრცელი და მოკლე რედაქციების სახით. „წმ. შუშანიკის წამების“ ტექსტის შემცველი უძველესი ხელნაწერი X ს. თარიღდება. ვრცელი და მოკლე რედაქციები არსებობს სომხურ ენაზეც. ვრცელი სომხური რედაქცია თარგმნილია ვრცელი ქართული რედაქციიდან, მოკლე სომხური რედაქცია მიღებულია ვრცელი სომხური რედაქციის გადაკეთების შედეგად.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9