აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, სომხით-საბარათიანოს მეწინავე სადროშოს სარდალი ვახტანგ V-ის მეფობაში; 1664 წ. მონაწილეობდა ვახტანგისა და არჩილის ბრძოლებში ერეკლე ბატონიშვილის წინააღმდეგ. 70-იან წლებში განხეთქილება მოუხდა ვახტანგ V-სთან. მოკლეს შეპყრობის მცდელობისას.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].