ცი ცო ცუ ცქ ცხ
ცხე ცხი ცხო ცხრ

ცხირეთის ციხე (X ს.)

შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, თეძმის ხეობაში; აუშენებია შიომღვიმელ მიქაელს „წმინდა შიოს კუბოს შემონაყარი ოქრო-ვერცხლით“. ცხირეთის ციხესთან დაკვშირებულია თევდორე მღვდლის გმირული სიკვდილი. 1609 წ. თურქ-ოსმალ-ყირიმელ თათართა ქართლში შემოჭრის დროს შეიპყრეს კველთელი მღვდელი თევდორე, რომელსაც მეგზურობა უბრძანეს. მღვდელმა მტერს შეგნებულად აუბნია გზა და ცხირეთს დააშორა, სადაც გამაგრებული იყო ლუარსაბ II. თევდორე მტერმა წამებით მოკლა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9