სოფელი თბილისთან; ისტორიულ წყაროებში პირველად 1398 წ. მოიხსენიება, კერძოდ, ალექსანდრე მეფის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელში. მოგვიანებით, 1595 წ., სვიმონ მეფემ წავკისი მეტეხის ტაძარს შესწირა, მაგრამ 1677 წ. ლევან და გიორგი ბატონიშვილებმა (ვახტანგ V-ის შვილები) იგი სვეტიცხოველს განუახლეს და ხელახლა შესწირეს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].