ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი სოფ. წილკანში. აქ ეკლესია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. V – VI სს. მიჯნაზე წილკანში არსებული ეკლესიის ნაცვლად აშენდა სამნავიანი ბაზილიკა. VI ს. მეორე ნახევარში აქ მოსაგრეობდა წმ. იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე, ასურელი მამა ისე წილკნელი. სხვადასხვა დროს წილკანში მოღვაწეობდნენ კალიგრაფები, მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, კალიგრაფი ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ქრისტეფორე წილკნელი (XVIII ს.), ამბროსი მიქაძე, იოანე ქარუმიძე (XVIII-XIX სს.).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].