ბერძნ. „ფარეხის გამგე“; გადატ. „ქრისტეს სამწყსოს გამგებელი“ საეკლესიო წოდება. არქიმანდრიტის თანამდებობა შემოიღეს ბიზანტიაში (V ს.) და ეწოდებოდა ეპისკოპოსის მიერ ეპარქიის იღუმენთაგან არჩეულ მოხელეს, რომელსაც ევალებოდა ეპარქიის მონასტრების ზედამხედველობა. მოგვიანებით არქიმანდრიტობა საპატიო ტიტულად იქცა, რომელსაც ანიჭებდნენ ეპარქიის დიდმნიშვნელოვანი მონასტრების იღუმენებს. არქიმანდრიტს ევალებოდა საეპისკოპოსოში შემავალი მონასტრების ზედამხდევლობა-გამგებლობა, მაგალითად: ხანძთის მონასტრის წინამძღვარი წმ. გრიგოლ ხანძთელი (759 – 861 წწ.) იყო ანჩის საეპისკოპოსოში შემავალი „კლარჯეთის უდაბნოების“ (მონასტრების) არქიმანდრიტი. დაახლ. XV საუკუნიდან არქიმანდრიტობა ჩვენში საპატიო წოდებად იქცა. XVIII ს. არქიმანდრიტის ტიტული ჰქონდათ ნეკრესისა და ნინოწმინდის ეპისკოპოსებს.
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]