წყაროსთავი, საეპისკოპოსო კათედრალი; მდებარეობს კარჩხალას ხეობაში. კლარჯეთის ერთ-ერთი უძველესი მონასტერი. გიორგი მერჩულის „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ მიხდვით, დაუარსებია ილარიონს, რომელიც შემდგომ „კათალიკოს იქმნა მცხეთას“. ტაძარი ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ისტორიულ კლარჯეთში, სოფელ წყაროსთავთან (Karostav).
წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].