ხა ხვ ხო ხრ ხს ხუ
ხაზ ხალ ხან ხარ ხატ ხაღ ხაშ ხახ

ხალენი

უნდო მაზარა; მატყლის უხეში ქსოვილი, ცხვრის ტყავის წამოსასხამი; მატყლის ქსოვილი) - მღვდელთა და მონაზონთა ზედა შესამოსელი, წამოსასხამი; „მოქცევაჲ ქართლისაჲს მიხედვით“, პირველი დიდი სიწმინდე, რომლის სიახლოვესაც მცხეთაში ქრისტეს კვართი დაიკრძალა, არის წმ. ელია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი). მის საქართველოში მოტანას ებრაელებს უკავშირებენ. „ხალენი“ მოხსენიებულია იაკობ ხუცესის „წმ. შუშანიკის წამებაშიც“: „სასთაული ერთი ხალენისა უცნ სასთუნლით კერძო“.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9