ხა ხვ ხო ხრ ხს ხუ
ხაზ ხალ ხან ხარ ხატ ხაღ ხაშ ხახ

ხატთა ბრძოლაჲ

ბერძნ. „ხატების განადგურება“

ხატმებრძოლეობა. ტერმინი აღნიშნავს როგორც რელიგიურ, ისე პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც გმობს წმინდა ხატების თაყვანისცემასა და ხატებით სარგებლობას. მოძრაობა VIII – IX სს. ბიზანტიის იმპერიაში ჩამოყალიბდა. 725 წ. ხატების თაყვანისცემის აკრძალვისა და მათი განადგურების ბრძანება გამოსცა იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა. ხატმებრძოლეობა, როგორც ერესი, ნიკეის II მსოფლიო საეკლესიო კრებამ დაგმო (787 წ.), თუმცა მრავალი დევნის მიზეზად ქცეული ამ მიმდინარეობის დაძლევა მხოლოდ უფრო გვიან მოხერხდა, რის შემდეგაც ხატების თაყვანისცემა ისევ აღდგა.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9