ხა ხვ ხო ხრ ხს ხუ
ხაზ ხალ ხან ხარ ხატ ხაღ ხაშ ხახ

ხახული (X ს.)

შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში; დააარსა დავით კურაპალატმა. ის ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X _ XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვ. წმ. გიორგი მთაწმიდელს პირველდაწყებითი განათლება ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული. XVI ს. ხახული ქართლის კათოლიკოსის გამგებლობაში შედიოდა. ამავე საუკუნეშივე მონასტერი ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას მოსწყდა. ის ამჟამად მდებარეობს თურქეთში, ერზერუმის პროვინციაში, თორთუმის რაიონში, ისტორიულ მხარე თორთომში, სოფელ ხახულთან (ბაყბაში) (Bağbaşı), მდინარე თორთუმის წყლის მარხცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.].
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9