აბ აგ ად ავ აზ ათ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აფ აქ აღ აშ აწ ახ აჰ
არა არგ არდ არე არვ არი არმ არს არტ არქ არშ არჩ

არშუშა პიტიახში (V ს.)

ქვემო ქართლის, ანუ გუგარეთის, პიტიახში V ს. 20-50-იან წწ., ვარსქენ პიტიახშის მამა. იაკობ ხუცესის // ცურტაველის (V ს. II ნახევარი) ცნობით, იგი იყო ეკლესიების მაშენებელი და ქრისტიანობის მფარველი. სომეხი ისტორიკოსი კორიუნი (V ს.) მას უწოდებს „პატიოსან და ღმრთისმოყვარე კაცს“, რომელიც, ამასთანავე, ქართული კულტურის თავდადებული მოღვაწე ყოფილა. ლაზარ ფარპეცის (V ს. II ნახევარი) ცნობით, იგი იყო „ჭკვიანი და გამორჩეული“, მშობლიური კულტურის, ქრისტიანული ეკლესიის მოამაგე.

წყარო: ქართული აგიოგრაფიის (IV-X სს.)) ენციკლოპედიური ლექსიკონი/ საბა მეტრეველი ; [რედ.აკად. რ. მეტრეველი, აკად. ა. არაბული].- თბ. : [საქ. მეცნ., აკად. სტამბა], 2023.- 20,5 სმ .- ბიბლიოგრფ. 341-343. - ISBN 978-9941-8-5870-3 : [ფ.ა.]
ძირითად გვერდზე 10 საუკეთესოდაგვიკავშირდითLogin გვერდის დასაწყისი
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9